воскресенье, 16 октября 2011 г.


 1. პროექტის სახელწოდება:
 XXI საუკუნე და ეკოლოგიური კრიზისი საქართველოში

2. პროექტის მთავარი იდეა:
  XXI  საუკუნის  ძირითად პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება ეკოლოგიური კრიზისი. აღნიშნული საკითხი მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაშიც. ტყეს, როგორც ბუნებრივ რესურსს წამყვანი  როლი ენიჭება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ადამიანის გაუაზრებელ საქმიანობას ხშირად მოჰყვება ისეთი მოვლენა, რასაც ვერ ვუწოდებთ ტექნოგენურ კატასტროფას, არადა, იგი მიუღებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ეკოუსაფრთხოებისათვის. იგი ,,შენელებული მოქმედების" ისეთი ნაღმია, რომელსაც შეუძლია განაპირობოს უარყოფითი ეკოლოგიური შედეგები.
                                          
3. პროექტის აქტუალობა:
მსოფლიო გლობალური ეკოლოგიური კრიზისის ფონზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ბუნების დაცვა, მასზე ზრუნვა და გაფრთხილება. სრულიად მიუღებელია ტყეების ჩეხვის ის მასშტაბები, რაც აღინიშნება თანამედროვე მსოფლიოში.  ,,დედამიწის ფილტვების" განადგურებას შეუქცევადი ეკოლოგიური ვითარების ფორმირება შეუძლია. ასევე აქტუალურია ხანძრების საკითხი, რამაც შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკ. საფრთხე გამოიწვიოს.  
                                                 
4.პროექტის მიზანი:
 პროექტის მიზანია მოსწავლეებში გააღვიძოს ინტერესი საქართველოს ბუნებრივ რესურსებზე, მის დაცულ ტერიტორიებზე.ასევე მოსწავლემ გააცნობიეროს თუ რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს,რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ და რა შედეგებით აისახება აღნიშნული ქმედებები ეკოლოგიური თვალსაზრისით, შეისწავლოს თუ როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო. არანაკლებ მნიშვნელოვანია გაეცნოს გარემოს დაცვის ორგანიზაციებს, მათ სტრატეგიებსა და საქმიანობას. 
                                  
5. პროექტის მონაწილეთა ასაკი:
 X-XI  კლასები. 16–17 წლის ასაკის მოსწავლეები.
6. ვადები/ხანგრძლივობა:
პროექტოს განსახორციელებლად დამჭირდება 1(ერთი) თვე. 23ოქტომბერი–27 ნოემბერი
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მასალების მოძიების შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან ტყის, როგორც ერთ–ერთი ბუნებრივი რესურსის როლს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებაში. ასევე იმ მოვლენებს, რამაც უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს აღნიშნულ საკითხზე. ამ პროეტზე მუშაობისას მოსწავლეები მოიპოვებენ ციფრულ, ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას და მოახდენენ ამ მასალების კომბინირებას. შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლეები გააცნობიერებენ ყველა იმ სავალალო შედეგს, რომლებიც შეიძლება გამოწვეულ იქნეს ეკოლოგიური თვალსაზრისით.
8.პროექტისათვის საწირო ძირითადი  რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი, წიგნები, რუკები, სტატიები, ნერგები, მუსიკალური აპარატურა, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა:
უპირველეს ყოვლისა სკოლის მასშტაბით შევარჩევ პროექტში მონაწილე მოსწავლეებს. გავაცნობ  პროექტის მიზანსა და ამოცანებს. ჯგუფს დავყოფ ორ ნაწილად. ერთ ნაწილს დავავალებ მოიძიოს ინფორმაცია საქართველოში არსებულ ტყეებსა და ნაკრძალებძე. მეორე ნაწილს კი ვთხოვ მოიძიოს ინფორმაცია იმ მეტად აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა–ეკოლოგიური კრიზისი. 2 კვირის შემდეგ დავგეგმავ შეხვედრას პროექტის მონაწილეებთან, გავეცნობი მათ მიერ მოპოვებულ მასალას. თითოეულ მოსწავლესთან შევაჯერებ  აზრს ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მოძიებულ იქნა  თითოეული ბავშვისა და დამატებით ჩემს მიერ. აღნიშნული მასალებით პროგრამა poverpoint-ის საშუალებით შევადგენ თემის პრეზენტაციის ელ. ვერსიას. შემდგომ ეტაპზე მოვაწყობ აქციას– ,, ერთად გავამწვანოთ ჩვენი სკოლის ეზო" სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოში დავრგავ რამოდენიმე ხეს. აღნიშნული აქციის შემდეგ მოვაწყობ საზეიმო ღონისძიებას სახელწოდებით ,,ტყე შეუნახე შვილებსა", რომელზედაც მოვიწვევ სკოლის თანამშრომლებლებს, დირექციას, რესურს–ცენტრის თანამშრომლებს. აღნიშნულ საღამოზე ძირითად ადგილს დავუთმობ პრეზენტაციას ჩვენს მიერ შექმნილი კომპ. ნემუშევრისა. პროექტის დასასრულს მოვაწყობ ექსკურსიას ლაგოდეხის ნაკრძალში
                                              
                                                  
10. საგანთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ე.ს.გ. კავშირი:
აღნიშნულ პროექტზე მუშაობა წარმოაჩენს ისეთ საგნებთან კავშირს, როგორიცაა გეოგრაფია, ისტორია, ი.ს.ტ.აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა შესაძლებელს ხდის უფრო ინტენსიურად და ეფექტურად იქნეს ე.ს.გ. გათვალისწინებული იმ უნარ ჩვევების განვითარება, როგორიცაა რუკებზე მუშაობა, ი.ს.ტ. საშუალებით იფორმაციის მოპოვება და მისი ფორმატირება სურვილისამებრ.
11.პროექტის ხელმძღვანელი                            ( მასწავლებელი):
სეფიეთის საჯარო–საშუალო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი სოფიკო ლაბარტყავა 
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
  sofolabartyava@gmail.com
13. პროექრის ვებ–გვერდი/ბლოგი:
  slabartyava. blogspot.com