вторник, 8 ноября 2011 г.

    ჩემთვის განსაკუთრებული პატივია მერქვას მასწავლებელი....
განათლების ინტერნაციონალიზაცია XXI საუკუნის უმნიშვნელოვანეს ამოცანად იქცა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.საგანმანათლებლო სისტემისა და დაწესებულებების სოციალური პასუხისმგებლობაა  შექმნას ისეთი პროცესი, რომელიც მოამზადებს და გახდის მოსწავლეს კონკურენტუნარიანს. შესაბამისად სასწავლო პროცესმა უნდა უზრუნველყოს ისეთი მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც მზად იქნება იცხოვროს მულტიკულტურულ და მრავალფეროვან მსოფლიოში. ყოველივე ამის წინაპირობას კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და უპირველეს ყოვლისა კი სკოლა წარმოადგენს. 
   საქართველოში სკოლის დამთავრების შემდეგ ადამიანმა უნდა შეძლოს გაოგოს რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი თავის ქვეყანაში და რა იქნება სასარგებლო მისთვის, შეძლოს სხვისი აზრის გათვალისწინებით, მაგრამ დამოუკიდებლად ცხოვრება და საკუთარი შეხედულებებით გადაწყვეტილების მიღება და დამოუკიდებლად აზროვნება.
   საშუალო სკოლის კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს საკუთარი ცოდნით შექმნას ახალი ნებისმიერ სფერიში და არ დაკმაყოფილდეს იმით, რაც უკვე არსებობს. იყოს კომუნიკაბელური.
  ქვეყნის წარმატებას თუ წარუმატებლობას განათლების ხარისხი განაპირობებს. ემსახურებოდე განათლებას და მის დამკვიდრებას ცხოვრებაში, ნიშნავს აშენებდე მყარ და საიმედო მომავალს. დღეს ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ მზარდი გლობალური კონკურენციის პირობებში ქვეყნის წარმატების საყრდენი განათლებული საზოგადოებაა, რომელშიც განვითარების მთავარ რესურსს წიგნიერი და ინფორმირებული მოქალაქეები წაროადგენენ. ყველა სიახლე თუ ცვლილება, რომელიც განათლების სფეროში ხორციელდება, სწორედ ამ სურვილის სიცოცხლისუნარიანობას ემსახურება.
  ჩემთვის განსაკუთრებული პატივია მერქვას მასწავლებელი და ვასრულებდე იმ მეტად საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლო, უზარმაზარ მისიას, რასაც მასწავლებლობა ქვია. ჩემი აზრით აკადემიური წარმატება წარმოუდგენელია პიროვნული აღზრდის გარეშე, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის პატივი ვცე ჩემს მოსწავლეებში პიროვნებებს, მათ აზრებსა დაშეხედულებებს, ყოველნაირად ხელს ვუწყობდე მათში დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
 ჩემი სამომავლო მიზანია ვეძებო საუკეთესო, განსხვავებული და საინტერესო ჩემს მოსწავლეებში, რაც უკლებლივ ყველა ადამიანს აქვს. მსურს უფრო აქტიურად ჩავება სასკოლო ცხოვრების ფერხულში და საკუთარი ძალები მოვსინჯო სასერთიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობით.
  და ბოლოს მინდა ჩემი სკოლა აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებს, იყოს ერთ–ერთი სანიმუშო მთელს საქართველოში სადაც მოსწავლე შეძლებს მიიღოს ხარისხიანი განათლება, ვინაიდან სკოლა ოჯახთან ერთად ჩვენი საზოგადოების სახეა. თუ თანამედროვე სკოლა მოგვწონს, ე.ი. მოგვწონს საკუთარი თავიც და თუ არა მაშინ გამოწორება საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ!!!